ფეხბურთი

14:41 | 29.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალის” ქომაგების 85 პროცენტი კასილიასს ემხრობა

ესპანურმა გამოცემა AS-მა გამოკითხვა ჩაატარა მადრიდის “რეალის” ქომაგებს შორის, თუ რომელი მეკარის კანდიდატურას ემხრობიან – იკერ კასილიასის თუ დიეგო ლოპესის. აღმოჩნდა, რომ “ინჩადას” 85 პროცენტს (28000 ადამიანი) სურს, რომ კარში კასილიასი იდგეს, ხოლო 15 პროცენტი (4700 ადამიანი) დიეგო ლოპესს ემხრობა.

ასეთი გამოკითხვა აგვისტოშიც ჩატარდა და მაშინაც, უმრავლესობამ კასილიასს დაუჭირა მხარი, თუმცა 59 პროცენტმა. ამჯერად კი, 85 პროცენტია...

“რეალმა” ბოლო ორ მატჩში 6 გოლი გაუშვა, რაც კიდევ ერთხელ გახდა დიეგო ლოპესის კრიტიკის საბაბი. 

0.1122