ფეხბურთი

2:55 | 27.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

„რეალიც“ გოლს დასჯერდა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–2 ტურში, კატალონიის „ბარსელონას“ მსგავსად, მადრიდის „რეალმაც“ სტუმრად ითამაშა და მინიმალური ანგარიშით მოიგო. კარლო ანჩელოტის გუნდი გრანადას ეწვია და შინ 3 ქულა წაიღო.

„სამეფო კლუბისთვის“ „გრანადა“ არცთუ იოლი მეტოქე აღმოჩნდა, მაგრამ მადრიდელებს მე–10 წუთზე მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. „რეალი“ კარიმ ბენზემამ დააწინაურა, რომელსაც მეტოქის საჯარიმოშ კრიშტიანუ რონალდუსგან მიუვიდა ბურთი და ზუსტად დაარტყა – 0:1.

მე–2 ტაიმში, ანჩელოტის გუნდს  შეეძლო ანგარიშის გაზრდა, მაგრამ ხან მასპინძელთა მეკარე ყოჩაღობდა, ხან ბურთი მიზანს სცდებოდა. შესაბამისად, აღარც ანგარიში შეცვლილა.

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“. 17000

გრანადა – რეალი 0:1 (0:1)

გრანადა: რობერტო, დიაკატე, ანგულო, ნიომი, მაინსი, იებდა (რიკო 68), იტურა, ბრაიმი, ბენიტესი (ბუონანოტე 76), პიტი, ელ–არაბი (რიკი 46).

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

რეალი: ლოპესი, არბელოა, პეპე, რამოსი, მარსელო (ნაჩო 61), მოდრიჩი, იოზილი (კასემირო 65), ისკო, დი მარია (კარვახალი 89), რონალდუ, ბენზემა.

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლი: 0:1 ბენზემა (10)

გაფრთხილებები: პიტი (55), იტურა (79), ბუონანოტე (85), მაინსი (86) – პეპე (36), მარსელო (38)

კარში დარტყმა: 8 (3) – 21 (8) ჯარიმა: 14 - 10 კუთხური: 5 - 8 თამაშგარე: 0 - 6 ბურთის ფლობა: 34% - 66% სეივი: 7 – 3

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119845