მადრიდის “რეალი” სამი ხედირას ლუის გუსტავოთი ჩანაცვლებას გეგმავს. ამ ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს.
სამი ხედირას სახელს ლონდონის “არსენალს” უკავშირებენ. იმ შემთხვევისთვის, თუ გერმანელმა ნახევარმცველმა მართლაც ინგლისს მიაშურა, მადრიდელებს მისი შემცვლელის მოძებნა მოუწევთ. გერმანელი ჟურნალიტების ცნობით, “სამეფო კლუბმა” თვალი “ვოლფსბურგის” 27 წლის შუახაზელს, ლუის გუსტავოს დაადგა.
ბრაზილიელ ფეხბურთელს “ვოლფსბურგთან” კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, “მგლები” გუსტავოს 35 მილიონ ევროდ შეელევიან.