მადრიდის “რეალი” ინგლისური “ლივერპულის ფორვარდის – ლუის სუარესის შეძენითაა დაინტერესებული. Marca-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც კატალონიის “ბარსელონა” ნეიმარით გაძლიერდა, ხმაურიანი ტრანსფერის გაჩარხვას “სამეფო კლუბის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესიც გეგმავს.
შესაძლოა, “სანტიაგო ბერნაბეუ” თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა დატოვოს, რომელსაც ტურინის “იუვენტუსი” ეპატიჟება. მადრიდელებს შეტევის ხაზის გაძლიერება სჭირდებათ და 26 წლის სუარესის შეძენაც ამიტომ სურთ.
აღსანიშნავია, რომ ურუგვაელისადმი ინტერესს “მანჩესტერ სიტი”, მიუნხენის “ბაიერნი” და მადრიდის “ატლეტიკოც” იჩენენ.