ინგლისური პრესის ცნობით, “ლივერპულის” ხელმძღვანელობა დღე-დღეზე მადრიდიდან ახალ წინადადებას უნდა ელოდოს. The Telegraph-ის ცნობით, მადრიდის “რეალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ მერსისაიდელთა ურუგვაელი ფორვარდის - ლუის სუარესის შეძენას კიდევ ერთხელ ეცდება.
ზაფხულის განმავლობაში მადრიდელები 26 წლის ფეხბურთელის მიმართ ინტერესს კი გამოხატავდნენ, მაგრამ მთელი ყურადღება გარეთ ბეილის ტრანსფერსზე ჰქონდათ მიპყრობილი. როგორც ჩანს, უელსელს “სანტიაგო ბერნაბეუზე” ოფიციალურად სულ მალე წარადგენენ, თავად “სამეფო კლუბი” კი, ფრანგი ფორვარდის - კარიმ ბენზემას დაკარგვის საშიშროების წინაშეა, რომლის სანაცვლოდაც, გავრცელებული ინფორმაციით, ლონდონის “არსენალი” 40 მილიონს იხდის.
თუ ბენზემა ინგლისის გზას მართლაც დაადგება, მადრიდელები მიღებულ თანხას სწორედ სუარესის შეძენაზე დახარჯავენ.