მადრიდის “რეალის” სამწვრთნელო შტაბი შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრს აგრძელებს და სამიზნეებიც შეურჩევია. ესპანური სპორტული გამოცემების ცნობით, “სამეფო კლუბი” “ლივერპულის” ორი ფეხბურთელით: თავდამსხმელ ლუის სუარესითა და ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიო კორეიათი დაინტერესდა. ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მზადაა, ზამთრის სატრანსფერო სეზონზე ამ მოთამაშეების შესაძენად 78 მილიონი ევრო გამოყოს.
შეგახსენებთ, მადრიდელებს ლუის სუარესის ხელში ჩაგდება გასულ ზაფხულსაც სურდათ. თავად ფეხბურთელიც ერთობ მოწადინებული იყო, მაგრამ მაშინ კლუბებს შორის გარიგება არ შედგა.