მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” ფორვარდის – ლუის სუარესის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ეცდება. ამის შესახებ Goal-ი იუწყება.
მართალია, ურუგვაელმა მერსისაიდელებთან კონტრაქტი ცოტა ხნისწინათ გაახანგრძლივა, მაგრამ თუ “ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, დიდი შანსია, თავდამსხმელმა კლუბის გამოცვლა გადაწყვიტოს.
ცნობისათვის, სუარესის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს.