მადრიდის “რეალი” ინგლისური “ლივერპულის” ფორვარდ ლუის სუარესის შეძენას აპირებს. როგორც ირკვევა, “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა აღნიშნულის თაობაზე “რეალის” სელექციონერებთან შესაბამისი კონსულტაციებიც გაიარა. მადრიდელები ტრანსფერისას იმ პუნქტის გამოყენებას გეგმავენ, რომლის თანახმადაც 70 მილიონი ევროს გადახდის შემთხვევაში, “ლივერპულს” ურუგვაელი ფორვარდის დაკავების უფლება აღარ აქვს.