მადრიდის “რეალის” მხრიდან კარლო ანჩელოტით დაინტერსებაში სიახლე არაფერია. თუმცა, ბოლო ინფორმაციით, იტალიელის ესპანეთში გადაბარგებას, შესაძლოა, ხელი შეეშალოს. ამის მიზეზი ისაა, რომ მადრიდელები პსჟ-სთვის კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებენ.
როგორც ცნობილია, ზაფხულში, ჟოზე მოურინიო “რეალს” დატოვებს და სავარაუდოდ “ჩელსის” მიაშურებს. “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობას პორტუგალიელის ანჩელოტით შეცვლა სურს. გავრცელებული ინფორმაციით, “რეალის” ჩაბარების სურვილი იტალიელ სპეციალისტაც აქვს, რის შესახებაც, მან პსჟ-ს უკვე აცნობა. პრობლემას ის ქმნის, რომ პარიზული გუნდი დამრიგებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა, თუ კომპენსაციის სახით, 4 მილიონ ევროს მიიღებს. “რეალი” აღნიშნული თანხის გადახდაზე უარს აცხადებს და თავის ამჟამინდელ კლუბთან მოლაპარაკებას ანჩელოტის ავალებს. მადრიდული Marca-ს ცნობით, ფლორენტინო პერესმა, კარლო ანჩელოტის, პრობლემის მოსაგვარებლად, 10-დღიანი ვადა მისცა.