ესპანური გამოცემა ,,მარკას" გამოკითხვის თანახმად, მადრიდის ,,რეალი", 2013/14 წლის სეზონში, პრიმერა დივიზიონის გამარჯვებული გახდება. კითხვაზე, თუ ვინ გახდება მომდევნო სეზონის ჩემპიონი, გამოკითხულთა 51%-მა მხარი კარლო ანჩელოტის “რეალს” დაუჭირა. 40%-ის აზრით ტატა მარტინოს გაწვრთნილი ,,ბარსელონა" გაიმარჯვებს. 5%-ი ,,მადრიდის ატლეტიკოს" ემხრობა, 4%-ს კი ,,ვალენსიის" გამარჯვების სჯერა. გამოკითხვაში მონაწილეობა 45500-ზე მეტმა ფეხბურთის გულშემატკივარმა მიიღო.