მადრიდის “რეალის” მცველი პეპე ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კლუბს არ შეიცვლის. Marca-ს ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობამ პორტუგალიელი დარჩენაში დაარწმუნა.
მოგეხსენებათ, მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტის გამო, პეპემ უკანასკნელი მატჩები გამოტოვა. გადაწყვეტილია, რომ ივნისიდან, მოურინიო “რეალის” მწვრთნელი აღარ იქნება. შესაბამისად, მომდევნო სეზონიდან, პეპეს, ისევე როგორც იკერ კასილიასს, სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება აღარ გაუჭირდებათ.
აღსანიშნავია, რომ პეპეს ტრანსფერით “მანჩესტერ სიტი”, პსჟ და “მილანი” არიან დაინტერესებულნი.