ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის “რეალს” მიუნხენის “ბაიერნის” 24 წლის შემტევი ნახევარმცველის, ტომას მიულერის შეძენა სურს.
Mundo Deportivo-ს ცნობით, მადრიდელები “ბაიერნისთვის” შეთავაზების გაკეთებას ზაფხულში აპირებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდას აპირებს “რეალი” მიულერის სანაცვლოდ.
ტომას მიულერი “ბაიერნის” სკოლის აღზრდილია. მიუნხენელთა პირველ გუნდში ის 2008 წლიდან თამაშობს. “ბაიერნის” შემადგენლობაში ჩატარებულ 231 თამაშში გერმანელ შემტევს 89 გოლი აქვს გატანილი.