ფეხბურთი

21:36 | 5.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” კოენტრაუს შემცვლელს ეძებს

 

მადრიდის “რეალი” პორტუგალიელი მარცხენა მცველის, ფაბიუ კოენტრაუს შემცვლელს ეძებს. ამ ინფორმაციას Marca ავრცელებს.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, 26 წლის ფეხბურთელის “რეალიდან” წასვლის საკითხი კვლავ აქტუალურია. მადრიდელები მის შემცვლელად სამ კანდიდატს განიხილავენ. ერთ-ერთი მათგანია “გრანადადან” “ბენფიკაში” განათხოვრებული გილერმო სიკეირა, რომელსაც “რეალი” გასულ ზაფხულშიც აკვირდებოდა. 27 წლის ფეხბურთელის გარდა, “სამეფო კლუბის” ყურადღების ცენტრში “საუთჰემპტონის” ახალგაზრდა მცველი ლიუკ შოუ და “სევილიას” 21 წლის მარცხენაფლანგელი ალბერტო მორენოც მოექცნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107716