შესაძლოა, მადრიდის “რეალმა” მცველი ფაბიუ კოენტრაუ იანვრის სატრანსფერო სეზონში გაყიდოს. El Mundo Deportivo-ს ცნობით, “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელობა პორტუგალიელი ლეგიონერის საკითხს ახალი წლის პირველსავე დღეებში გადაწყვეტს.
რამდენადაც ცნობილია, ფაბიუ კოენტრაუს გადაბირება ინგლისის პრემიერლიგის კლუბებს სურთ.
არაა გამორიცხული, “რეალი” ახალგაზრდა ფორვარდ ალვარო მორატასაც დაემშვიდობოს. სეზონის დაწყებამდე, მორატა კარიმ ბენზემას დუბლიორად განიხილებოდა, მაგრამ თავდამსხმელმა კარლო ანჩელოტის იმედები ვერ გაამართლა.