მადრიდის “რეალი” გონსალო იგუაინის სატრანსფერო ფასზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა. The Times-ის ცნობით, “სამეფო კლუბი” 25 წლის არგენტინელს 40 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასად არ დათმობს.
რამდენადაც ცნობილია, იგუაინის შეძენა ლონდონის “არსენალსა” და იტალიურ “ნაპოლის” სურს, მაგრამ რამდენად დათანხმდებიან მადრიდელთა მიერ მოთხოვნით თანხას, ძნელი სათქმელია. რამდენიმე კვირის წინათ, “არსენალმა” “რეალს” იგუაინის სანაცვლოდ 27 მილიონი ევრო შესთავაზა.
ცნობისათვის, გასულ სეზონში, იგუაინმა “რეალის” შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 16 გოლით გამოირჩა.