თუკი “მანჩესტერ იუნაიტედი” ლისაბონის “ბენფიკას” მცველ ესეკიელ გარაის 20 მილიონ ევროდ იყიდის, 10 მილიონს მადრიდის “რეალი” მიიღებს. ამის შესახებ Record-ი იუწყება.
გარაი “ბენფიკაში” 2011 წელს, “რეალიდან” გადავიდა. მადრიდელებმა კონტრაქტში ჩადეს პუნქტი, რომლის ძალითაც, მომავალი ტრანსფერიდან 50% მათ ხაზინაში უნდა წასულიყო. ამგვარად, “ბენფიკა” გარაის სანაცვლოდ მიღებული თანხის ნახევარს “სამეფო კლუბს” გადაურიცხავს.
“მანჩესტერ იუნაიტედი” არგენტინელი უკანახაზელის შეძენით სერიოზულადაა დაინტერესებული. გარაის სანაცვლოდ, ინგლისელებმა პორტუგალიელებს 15 მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს, მაგრამ უარი მიიღეს. მოსალოდნელია, რომ “მანჩესტერის” მორიგი შეთავაზება 20 მილიონ ევროს შეადგენს.