მიმდინარე წლის 27 ივლისს, შვედეთის ქალაქ გეტებორგში, “პარი სენ ჟერმენი” და მადრიდის “რეალი” ერთმანეთს ამხანაგურად გაეჯიბრებიან.
“რეალის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფრანგული და ესპანური ფეხბურთის გრანდების დაპირისპირება სტადიონ “ულევიზე” გაიმართება. ეს არენა 46 ათას გულშემატკივარს იტევს, მაგრამ სპეციალურად ამ თამაშისთვის, ტევადობა 8 ათასით გაიზარდება.