ფეხბურთი

21:09 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ჩირაველათი დაინტერესდა

 

მადრიდის “რეალის” სკაუტების თვალთახედვის არეში, “ლივერპულის” 17 წლის ნახევარმცველი, პედრო ჩირაველა მოხვდა, - იუწყება ესპანური Marca.

ჩირაველა ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია და თამაშის სტილით ხაბი ალონსოს ამსგავსებენ. “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა პედრო რამდენჯერმე პირველ გუნდთან ერთადაც ავარჯიშა უკვე.

გეტყვით, რომ ჩირაველამ ფეხბურთში პირველი ნაბიჯები “ვალენსიაში” გადადგა, საიდანაც გასულ წელს “ლივერპულს” შეუერთდა. იგი ესპანეთის 17-წლამდე ნაკრების კაპიტანია.

ირაკლი ალიმბარაშვილი

0.127799