ფეხბურთი

12:22 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ბეილის სანაცვლოდ იგუაინს და კოენტრაუს ჩადის

მადრიდის “რეალი” ლონდნის “ტოტენჰემის” ნახევარმცველის – გარეტ ბეილის გადასაბირებლად მორიგ წინადადებას ამზადებს. AS-ის ცნობით, “სამეფო კლუბი” უელსელის სანაცვლოდ გონსალო იგუაინისა და ფაბიუ კოენტრაუს დასათმობადაა მზად.

მადრიდელთა ახლადდანიშნული თავკაცი კარლო ანჩელოტი პირველ სატრანსფერო სამიზნედ ბეილს ისახავს და მის დასაყოლიებლად ყველაფერს აკეთებს. გარდა ამისა, “რეალის” ახლადდაკომპლექტებული სამწვრთნელო შტაბიც დაინტერესებულია ლონდონელთა ლიდერის ხილვით.

გავრცელებული ინფორმაციით, “რეალი” მზადაა, ბეილის სანაცვლოდ ანხელ დი მარიასა და გარკვეულ თანხას შეელიოს.

 

0.06911