ფეხბურთი

16:22 | 7.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

რავანელისთვის კონტე მსოფლიოს პირველი მწვრთნელია

“იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის ფაბრიციო რავანელის აზრით, ტურინული კლუბის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტია.

“ჩემი აზრით, ანტონიო კონტე არა მარტო იტალიაშია საუკეთესო, არამედ მთელ მსოფლიოში. ის მწვრთნელებს შორის ისეთივე გამორჩეულია, როგორც ფეხბურთელებში ლიონელ მესი. “იუვენტუსის” ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი შემოქმედი სწორედ კონტეა”, – უთხრა Tuttosport-ს რავანელიმ.

 

0.125768