“ალ სადის” ლეგენდარულმა ფორვარდმა რაულმა თავისი ყოფილი კლუბის – მადრიდის “რეალის” სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა. ესპანელს მიაჩნია, რომ “სამეფო კლუბის” ინტერესთა სფეროში მყოფ გარეტ ბეილს ლონდონის “ტოტენჰემი” ძალიან დიდ ფასს ადებს.
“ბეილი უდიდესი ფეხბურთელია. ძალიან კარგად მესმის, რატომაც სურთ მადრიდელებს მისი ხელში ჩაგდება. პრობლემა სატრანსფერო ფასია. ვფიქრობ, ბეილი ძალიან ძვირი ღირს”, - განუცხადა რაულმა “ალ სადის” ოფიციალურ საიტს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები 24 წლის უელსელის სანაცვლოდ 120 მილიონ ევროს ითხოვენ.