მადრიდის “ატლეტიკოს” ნახევარმცველი რაულ გარსია “რეალთან” სტუმრად მოგებული მატჩის (1:2) შემდგომ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა დამსახურებულად იმარჯვა.
მან ხაზგასმით ისაუბრა მეორე გოლზე, რომელიც მისი მონაწილეობით გავიდა. ხუანფრანის ჩაწოდების შემდეგ “რეალის” მცველთათვის მოულოდნელად, რაულ გარსიამ ბურთი არდა თურანის მიმართულებით გაატარა, რასაც კასილიასის კარში მეორე გატანილი ბურთი მოჰყვა.
“მშვენივრად ვითამაშეთ, ბოლომდე ვიბრძოლეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. სასიამოვნოა, რომ “რეალის” დამარცხება მისსავე სტადიონზე ჩემპიონატში მეორედ ზედიზედ მოვახერხეთ.
ძირითადის ფეხბურთელები ჩინებულად გაისარჯნენ, მაგრამ გადამწყვეტი როლი ცვლილებაზე შემოსულმა გრიზმანმა და არდამ ითამაშეს. ორივე ბრწყინვალედ ჩაერთო მატჩში და ჩვენი შეტევები ძალიან გაამწვავეს.
მეორე გოლის მომენტში არდამ დამიძახა, გავიგონე და ბურთი მისკენ გავატარე. ჩვენი მიზანი ტიტული დაცვაა, რომლის რესურსიც ნამდვილად გვაქვს” – ციტირებს ესპანელის სიტყვებს Marca.
“ატლეტიკოს” 3 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს.
ირაკლი ალიმბარაშვილი