ფეხბურთი

16:34 | 21.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაულ ალბიოლი “ნაპოლის” ფეხბურთელია

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” მცველი რაულ ალბიოლი კარიერას იტალიურ “ნაპოლიში” გააგრძელებს.

ნეაპოლელთა ოფიციალური საიტის ცნობით, 27 წლის ცენტრალურმა მცველმა იტალიის ვიცე-ჩემპიონთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ტრანსფერის ზუსტი ღირებულება არ სახელდება, თუმცა, ცოტა ხნით ადრე იტალიური პრესა ირწმუნებოდა, რომ მადრიდელები ამ შეთანხმების შედეგად 12 მილიონ ევროს მიიღებდნენ.

“ვალენსიასა” და “ხეტაფეს” ყოფილი ფეხბურთელი “რეალში” 2009 წლიდან თამაშობს, მაგრამ ბოლო ორი სეზონია გუნდის სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. გასულ სეზონში მან პრიმერა დივიზიონის 18 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114109