უნგრული "დიორის" ქართველ ფორვარდ რატი ალექსიძესა და მის მეუღლე ლიკას მეოთხე შვილი შეეძინათ - ვაჟი, რომელსაც კონსტანტინე დაარქვეს. პატარა 19 თებერვალს დაიბადა. 13 წლის ნუცა, 11 წლის თემუკა, 5 წლის რატი, ახლა კი კონსტანტინეც...
"მსოფლიო სპორტის" რედაქცია ულოცავს რატისა და მის მეუღლეს და ახალშობილს ბედნიერებასა და ჯანმრთელობას უსურვებს.