ფეხბურთი

8:13 | 7.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

რას უპირებს ბეილი „ინტერს“?

ისეთი თამაშის შემდეგ, როგორიც „მანჩესტერმა“ და „რეალმა“ გვიჩვენეს, ნაკლებადპრესტიჟულ ევროპის ლიგაზე გადართვა ძნელია, მაგრამ ინტერესს ამ ტურნირის რამდენიმე თამაშიც იწვევს. უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის ლიგაზე ჩემპიონთა ლიგის ჯერ კიდევ მოქმედი გამარჯვებული „ჩელსი“ თამაშობს. ევროპის ლიგა ერთ-ერთია იმ 2 ტურნირიდან, რომლის მოგების შანსიც ლონდონელებს ჯერ კიდევ აქვთ. მე-2 ასეთი ტურნირი ინგლისის ასოციაციის თასია, რომლის 1/4-ფინალშიც, „არისოკრატები“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ კვირას ხვდებიან. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, დღეს, „სტიაუასთან“, რაფა ბენიტესმა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დაასვენოს.

ტრავმების გამო, „ჩელსის“ იოსი ბენაიუნი და ორიოლ რომეუ ვერ დაეხმარებიან. სავარაუდოდ, ბენიტესი არც ჯონ ტერის ათამაშებს. ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს დემბა ბას.

საინტერესო მატჩს უმასპინძლებს ლონდონი, სადაც „ტოტენჰემი“ „ინტერს“ დაუპირისპირდება. 2010 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე, ამ გუნდებს შორის გამართულ პირველ მატჩში, გარეთ ბეილმა 3 გოლი გაიტანა, ხოლო მე-2 შეხვედრაში, უელსელმა ანგარიშზე 2 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ამჟამად, „ტოტენჰემის“ მარცხენაფლანგელი კიდევ უფრო კარგ ფორმაშია და ვინ იცის, მრავლისმნახველმა ხავიერ ძანეტიმ, მის წინააღმდეგ, იქნებ ამჯერადაც ვერაფერი გააწყოს.

ინგლისის დედაქალაქში გასამართ მატჩში, „ინტერს“ დიეგო მილიტო, ვალტერ სამუელი და ანდრეა რანოკია არ ეყოლება.

 

ანჟი-ნიუკასლი

სავარაუდო შემადგენლობები

ანჟი (4-2-3-1): გაბულოვი, ეშჩენკო, ჟოაუ კარლოსი, ევერტონი, ჟირკოვი, ახმედოვი, დიარა, შატოვი,  ჟუსილეი, ვილიანი, ეტოო

ნიუკასლი (4-2-3-1): ელიოტი, პერჩი, ტეილორი, იანგა-მბივა, სანტონი, ანიტა, კაბაიე, მარვო, სისოკო, გუტიერესი, სისე

დისკვალიფიკაცია: ბუსუფა (ანჟი)

მსაჯი: ისტვან ვადი (უნგრეთი)

 

შტუტგარტი-ლაციო

სავარაუდო შემადგენლობები

შტუტგარტი (4-1-4-1): ულრაიხი, საკაი, ტასკი, რუდიგერი, ბოკა, კვისტი, ჰარნიკი, გენტნერი, ჰოლცჰაუზერი, ტრაორე, მაკედა

ლაციო (4-1-4-1): მარკეტი, პერეირინია, ბიავა, სიანი, რადუ, ლედესმა, კანდრევა, გონსალესი, ერნანესი, ლულიჩი, კოზაკი

დისკვალიფიკაცია: იბიშევიჩი (შტუტგარტი)

მსაჯი: ალექსანდრუ დან ტუდორი (რუმინეთი)

 

პლზენი-ფენერბაჰჩე

დისკვალიფიკაცია: ლიმბერსკი - მეირელეში

მსაჯი: ჯანლუკა როკი (იტალია)

 

სტიაუა-ჩელსი

სავარაუდო შემადგენლობები

სტიაუა (4-4-2): ტატარუსანუ, გარდოსი, ჩირიჩესი, რაპა, ლატოვლევიცი, პრეპელიტა, ჩიპჩიუ, ტანასე, პოპა, ადი, რუსესკუ

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი, ასპილიკუეტა, ივანოვიჩი, ლუისი, ბერტრანდი, ლემპარდი, რამირესი, მოზესი, ოსკარი, მატა, ტორესი

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

 

ბენფიკა-ბორდო

ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, 1 ფრე, ბორდო 1 მოგება

დისკვალიფიკაცია: მატიჩი (ბენფიკა)

მსაჯი: ალონ იეფეთი (ისრაელი)

 

ტოტენჰემი-ინტერი

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი (4-2-3-1): ფრიდელი, უოლკერი, დოუსონი, ვერტონგენი, ნოუტონი, ლივერმორი, პარკერი, ლენონი, ბეილი, სიგურდსონი, დეფო

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი, ძანეტი, ჟუანი, კივუ, პერეირა, გარგანო, კამბიასო, სკელოტო, კასანო, გუარინი, პალასიო

ურთიერთშეხვედრები: 2 თამაში, ტოტენჰემი 1 მოგება, ინტერი 1 მოგება

მსაჯი: ანტონიო მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

 

ლევანტე-რუბინი

დისკვალიფიკაცია: სეზარ ნავასი (რუბინი)

მსაჯი: ენტონი გოტიე (საფრანგეთი)

 

ბაზელი-ზენიტი

დისკვალიფიკაცია: ფ. ფრაი (ბაზელი)

მსაჯი: დანიელე ორსატო (იტალია)

 

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრების ისტორიაში გათვალისწინებულია მხოლოდ უეფას ეგიდით ჩატარებული თამაშები.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112947