ჭადრაკი

19:41 | 11.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

რაპიდში ჩემპიონები გამოვლინდნენ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასრულდა ქართული გრან-პრის მე-2 ეტაპი ქალთა და ვაჟთა შორის რაპიდში.

ვაჟებში ჩინებულად ითამაშა ბაჩანა მორჩიაშვილმა (2418), რომელმაც 9 ტურში 8.0 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გასულ კონსტანტინე შანავას (2516) ნახევარი ქულით გაასწრო, მესამეზე კი შოთა აზალაძე (2466) გავიდა 7.0 ქულით.

ქალებში ჩემპიონობა ლელა ჯავახიშვილმა (2481) მოიპოვა 7.0 ქულით. მან მეორე-მესამე ადგილებზე გასულ მერი არაბიძეს (2407) და ინგა ხურცილავას (2242) ნახევარი ქულით აჯობა.

ცნობისთვის, გასული ტურნირი ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად წარიმართა და თითოეულ მოჭადრაკეს 15 წუთი ჰქონდა პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 10 წამის დამატებით.

12 ივნისს ასევე 9 ტურად უკვე ბლიცში შეჯიბრება ჩატარდება შემდეგი სისტემით – თითოეულს 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

0.127033