ფეხბურთი

11:40 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

"რაპიდის" რეაქცია: "შანსები 50/50-ზეა"

ვენის "რაპიდის" მწვრთნელმა ზორან ბარიშიჩმა, "ჰაიდუკის" მწვრთნელ იგორ ტუდორისგან განსახვავებით, ხმაურიანი კომენტარი არ გააკეთა და გორის "დილას" გავლის შანსები 50/50-ზე შეაფასა.

"საინტერესო მეტოქეა. "ოლბორგს" და "ჰაიდუკს" ყველა გუნდი ვერ გამოთიშავდა. ამ კლუბზე თითქმის არაფერი ვიცით, ეს კი საქმეს გვირთულებს. "დილას" ევროპაში დიდი სახელი არ აქვს, მაგრამ ის გუნდია, რომელიც უნდა დავაფასოთ".

"რაპიდის" სპორტული დირექტორი ჰელმუტ შულტე: "მათ 4 მატჩში ერთი გოლიც კი არ გაუშვიათ. გუნდი, რომელიც დამაჯერებლად გამოთიშავს "ოლბორგსა" და "ჰაიდუკს", საკმაოდ კარგი უნდა იყოს. შანსებს თანაბრად შევაფასებდი".

თეგებიგორისვენის
0.121553