ფეხბურთი

23:26 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“რაპიდი” “ადმირასთან” დამარცხდა

უეფას ევროპის ლიგის პლეი ოფში გორის “დილას” მეტოქემ, ვენის “რაპიდმა” ავსტრიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართა და სტუმრად “ადმირა ვაკერთან” 0:2 დამარცხდა. კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ვენელებს ძირითადის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდათ. მაგალითად, კვლავ ვერ ითამაშა კაპიტანმა შტეფენ ჰოფმანმა, რომელსაც წელი აწუხებს. ასევე არ იყვნენ გუნდის საუკეთესო მეგოლე გერმანული წარმოშობის ამერიკელი ტერენს ბოიდი (მხრის ტრავმა), შტეფან პალა და მარიო სონლეიტნერი. ეს გვარები, ჩვენს გულშემატკივარს, ალბათ ბევრს არაფერს ეუბნება, მაგრამ მაინც.

“რაპიდს” ცუდად არ უთამაშია, რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ გოლები მასპინძლებმა გაიტანეს. 37-ე წუთზე თავი ვინმე ვილფრიდ დომარომ გამოიჩინა, ბოლო წუთზე კი რენე შიკერმა გააორა. 5 ტურის შემდეგ “რაპიდი” სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა. 

“რაპიდმა” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნოვოტა, დიბონი, პიხლერი, შრამელი, ბერენდტი (ბოშკოვიჩი 77), ჰოფმანი (გროცურეკი 63), ბურგშტალერი, ტრიმელი, პეტსოსი, შაუბი, საბიცერი

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.14978