“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი, მომავალი სეზონიდან შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს და “ამერიკული” “კალიარი” ჩაიბაროს.
TuttoMercatoWeb-ის ცნობით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ სარდინიელთა პრეზიდენტი მასიმო ჩელინო კლუბს ამერიკელ ინვესტორებს მიჰყიდის.
62 წლის სპეციალისტი “კალიარიში” 1988-იდან 1991 წლამდეც მუშაობა და მაშინ გუნდი სერია C-დან სერია A-ში გადაიყვანა. მაღალი დონის სპეციალისტის მიწვევის გარდა, იტალიური კლუბის პოტენციური მფლობელების გეგმაში სტადიონის - “სანტ-ელიას” რეკონსტრუქციაც შედის.