ფეხბურთი

19:55 | 8.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: “პსჟ-სთან დაპირისპირება, ჩვენთვის, ამხანაგურია”

“მონაკოს” იტალიელი დამრიგებელი კლაუდიო რანიერი აცხადებს, რომ მისი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონობისთვის ჯერ არ იბრძვის და აქედან გამომდინარე, “პარი სენ ჟერმენთან” გასამართ დაპირისპირებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს.

“ჩვენთვის, პსჟ-სთან დაპირისპირება ამხანაგური თამაშია. რა თქმა უნდა, მოგებას შევეცდებით, მაგრამ რეალური მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ. პსჟ-ს შემადგენლობა უკვე დაკომპლექტებულ აქვს, ჩვენ კი ეს პროცესი ჯერ არ დაგვისრულებია.

თუ წავაგებთ, პარიზელებს 8 ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემპიონობისთვის არ ვიბრძვით.” – ციტირებს რანიერის სიტყვებს L’Equipe.

ლიგა ერთის 24-ე ტურში, “მონაკო” “პარი სენ ჟერმენს” ხვალ უმასპინძლებს.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115459