ფეხბურთი

20:06 | 4.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: “პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია”

 

საფრანგეთის ლიგა ერთში მოთამაშე “მონაკოს” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი აღიარებს, რომ “პარი სენ ჟერმენის” სახით, მის გუნდს ძალიან ძლიერი კონკურენტი ჰყავს.

“პსჟ ძალიან ძლიერ კონკურენტად მიმაჩნია. ამ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია.

“მონაკო” ლიგა ერთში ახლახანს დაბრუნდა და ჩვენთვის ამჟამინდელი ფორმის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ყურადღებას მხოლოდ საკუთარ თავს ვაქცევთ და არა სხვა გუნდების შედეგებს.” – ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113417