ფეხბურთი

11:17 | 2.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი: “პარი სენ-ჟერმენმა” ტიტული სეზონის დაწყებამდე გაინაღდა”

“მონაკოს” მთავარმა მწვრთნელმა, კლაუდიო რანიერიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ “პარი სენ-ჟერმენს” ჩემპიონის ტიტული ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ჰქონდა განაღდებული.

“თუ ოქროს მედლებისთვის ბრძოლა გვინდა, თითოეულ თამაშში ჩვენი შესაძლებლობები არა 100, არამედ 130 პროცენტით უნდა გამოვავლინოთ, მაგრამ ესეც რომ შევძლოთ, ტიტულის მოპოვება მაინც არარეალურია. “პარი სენ-ჟერმენი” უპირობო ფავორიტია და ოქრო ფაქტობრივად, ჯერ კიდევ ჩემპიონატის დაწყებამდე გაინაღდა” – განაცხადა კლაუდიო რანიერიმ. 

0.114568