"მონაკოს" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "აიაჩოსთან" სტუმრად (4:1) მოგებული მატჩის შემდეგ, ზინედინ ზიდანთან დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
"ჟურნალისტებს ბევრი ჭორების გავრცელება გიყვართ. "მონაკოს" გაწვრთნა კარგია, მაგრამ მე ჯერ ვერავინ შემცვლის. რაც შეეხება მატჩს, გუნდმა კარგად ითამაშა, ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძვით. მეორე ტაიმში ბერბატოვმა დუბლით დაგვაწინაურა და იგი უდაოდ საუკეთესო იყო." _ განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
საფრანგეთის ჩემპიონატში 35 ტურის შემდეგ "მონაკოს" 75 ქულა დაუგროვდა და ლიდერ პსჟ-ს 7 ქულით ჩამორჩება.
გიორგი ბალახაძე