ფეხბურთი

15:11 | 7.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი “მონაკოში” რჩება

“მონაკოს” თავკაცი კლაუდი რანიერი სამუშაო ადგილის შეცვლას არ გეგმავს. იტალიელის თქმით, მას კლუბის ხელმძღვანელობა ენდობა და ჩატარებული სამუშაოთიც კმაყოფილია.

“გადავალ თუ არა სხვა კლუბში? გავრცელებულ ჭორებს სიმართლესთან კავშირი არ აქვს. “მონაკოში” ძალიან ბედნიერი ვარ. კლუბის პრეზიდენტი ჩემით კმაყოფილია. დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონშიც “მონაკოს” მწვრთნელი ვიქნები”, - განუცხადა რანიერიმ ერთ-ერთ ფრანგულ ტელევიზიას.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე, “მონაკო” გათამაშების ლიდერ პსჟ-ს სატურნირო ცხრილში 13 ქულით ჩამორჩება და მე-2 ადგილზეა.

 

0.11345