“მონაკოს” მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი სეზონის დასრულების შემდეგ თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ ფრანგული პრესა იუწყება. მხარეები თანამშრომლობის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ და მონაკოელთა ახალი თავკაცის ვინაობა მომდევნო კვირაში გაირკვევა.
52 წლის იტალიელი სპეციალისტი “მონაკოში” 2012 წლიდან მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ფრანგი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების პროფკავშირებმა, რანიერი მიმდინარე სეზონის შედეგების მიხედვით ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოპოვების ოთხ პრეტენდენტს შორის დაასახელა.