ფეხბურთი

21:48 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი დარჩენაში დარწმუნებულია

“მონაკოს” იტალიელი დამრიგებელი კლაუდიო რანიერი დარწმუნებულია, რომ ის მომდევნო სეზონშიც ამჟამინდელ გუნდში იმუშავებს.

ბოლო დროს, რანიერის “მონაკოდან” შესაძლო წასვლისა და მისი სავარაუდო შემცვლელების შესახებ ბევრი დაიწერა. თუმცა, 62 წლის სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მას საფრანგეთის ჩემპიონატის დატოვება არ მოუწევს.

“მიმდინარე კვირაში კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გაიმართება. დარწმუნებული ვარ, რომ “მონაკოს” მომდევნო სეზონშიც გავწვრთნი.

მიმაჩნია, რომ კარგად ვიმუშავეთ და წარმატებული სეზონი ჩავატარეთ. ლიგა ორიდან დაბრუნება და ასეთი შედეგების ჩვენება ადვილი არაა.

არ ვიცი, რამდენ ფულს გამოჰყოფს ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებისთვის, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით გამოსასვლელად 4-5 ახალწვეული დაგვჭირდება.” – ციტირებს რანიერის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114701