ფეხბურთი

17:56 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი აბიდალისგან განმარტებას ითხოვს

“მონაკოს” მთავარ მწვრთნელს, კლაუდიო რანიერის აინტერესებს, რატომ დატოვა ერიკ აბიდალმა სტადიონი “ლილთან” გამართული თამაშის დაწყებამდე ისე, რომ არავინ გააფრთხილა.

ერიკ აბიდალს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 21 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. მან ვარჯიში ცოტა ხნის წინათ განაახლა. “ლილთან” თამაშის წინ, კაპიტანი სტადიონზე გუნდთან ერთად მივიდა, მაგრამ ის განაცხადში ვერ მოხვდა. შეხვედრის დაწყებამდე ფეხბურთელი სახლში წავიდა, რამაც გუნდის მთავარი მწვრთნელის გაკვირვება გამოიწვია.

“ერიკი სტადიონზე ჩვენთან ერთად მოვიდა, მაგრამ მოგვიანებით წავიდა. ის განაცხადში იმიტომ არ შევიყვანე, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში ახლახანს დაიწყო. ვამჯობინე, არჩევანი უფრო კარგად მომზადებულ ფეხბურთელებზე გამკეთებინა.

ვიცი, რომ აბიდალი სახლში წავიდა. ის თამაშს არ დაესწრო. მინდა ვიცოდე, რატომ მოიქცა ასე.

ჩვენს შორის არანაირი პრობლემა არ არსებობს. ეს საქციელი მისი პრობლემაა და არა ჩემი.” – ციტირებს რანიერის სიტყვებს L’Equipe.

0.128262