მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი, რომელმაც “რაიო ვალიეკანოსთან” ესპანეთის პრიმერა დივიზიონის უკანასკნელი ტურის მატჩში წითელი ბარათი მიიღო, მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს. ამის შესახებ Football Espana-ა იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, დისციპლინარულმა კომიტეტმა მიიჩნია, რომ მსაჯმა რამოსთან მიმართებაში ისედაც ზედმეტი სიმკაცრე გამოიჩინა. მოგეხსენებათ, ესპანელმა უკანახაზელმა პირველ ტაიმში 2 ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
ამგვარად, სერხიო რამოსი 3 მარტს კატალონიის “ბარსელონასთან” კოპა დელ რეის 1/2-ფინალის საპასუხო მატჩში თამაშს შეძლებს.