მადრიდის “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა, ჯერ კიდევ გუნდის მთავარ მწვრთნელზე, ჟოზე მოურინიოზე და იმ თვისებებზე ისაუბრა, რომელსაც “სამეფო კლუბის” მომავალი დამრიგებელი უნდა ფლობდეს.
“საკუთარ მომავალს ყველა თავად წყვეტს. თუ მოურინიოს რამე გააჩნია, უპირველესად, ეს გამოცდილებაა და არამგონია, ის ზეწოლის გამო მიდიოდეს. თუ მან წასვლა გადაწყვიტა, ამის მიზეზიც იარსებებს. ჩვენ ჟოზეს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. მის შესახებ მხოლოდ კარგის თქმა შემიძლია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მან მე კონკურენტუნარიანი გამხადა. ეს მისი ერთ-ერთი დადებითი თვისებაა.
ახალი მწვრთნელის მოწვევა პრეზიდენტის პრეროგატივაა. მას ჩვენთვის არ უკითხავს, რომელი იქნება საუკეთესო ვარიანტი. “რეალის” მწვრთნელს ფეხბურთელებისა და გუნდის ამბიციების უნდა წამდეს. ჰაინკესი და ანჩელოტი დიდი მწვრთნელები არიან, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ვინ მოვა “რეალში” სამუშაოდ.” – ციტირებს რამოსის სიტყვებს Marca.