ინგლისური კლუბები – “არსენალი”, “სიტი” და “მანჩესტერი” ესპანური “ვალენსიას” მცველის – ადილ რამის შესაძენად იბრძვიან. ამის შესახებ ბრიტანული მედიასაშუალებები იუწყებიან.
მოგეხსენებათ, 27 წლის უკანახაზელს “ღამურებში” საქმეები არეული აქვს და კლუბის შეცვლას გეგმავს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი გუნდს იანვრის სატრანსფერო სეზონში გამოიცვლის.
რამდენადაც ცნობილია, ესპანელები ურჩ ფეხბურთელს “ნაპოლის” სთავაზობდნენ, მაგრამ იტალიელებმა რამის იჯარა არ ისურვეს.