ფეხბურთი

10:43 | 25.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

რამირესი ოთხი მატჩით დასაჯეს

 ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ, ლონდონის “ჩელსის” ბრაზილიელი ნახევარმცველი რამირესი “სანდერლენდთან” მატჩის მსვლელობისას ჩადენილი საქციელისთვის მკაცრად დასაჯა.

პრემიერლიგის 35-ე ტურში “არისტოკრატები” 1:2 დამარცხდნენ, 27 წლის ფეხბურთელმა კი, მაყურებელს თავი სხვა მხრივ დაამახსოვრა: მან მეტოქის ფეხბურთელ სებასტიან ლარსონს სახეში ხელი დაარტყა. Sky Sports-ის ინფორმაციით, მსაჯმა ეს ეპიზოდი ვერ შენიშნა, მაგრამ ტელეკამერებს არ გამორჩენიათ.

საფეხბურთო ასოციაციამ ეპიზოდი დეტალურად განიხილა და ვერდიქტიც გამოიტანა. რამირესს ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

ამრიგად, ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის 30 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ამ ტურნირზე გუნდს ვეღარ დაეხმარება, რადგან მის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.

თეგებირამირესი
0.122069