ლონდონის ,,ჩელსის’’ ბრაზილიელი ნახევარმცველის რამირესის აზრით გავრცელებული ხმები მისი ,,რეალში’’ გადასვლის შესახებ სიმართლეს არ შეეფერება. ,,გლობო ესპორტესთვის’’ მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა ამ თემაზე ისაუბრა:
,,პირადად არავინ დამკავშირებია, არც პირად აგენტს უთქვამს რაიმე ტრანსფერის თაობაზე, ინფორმაცია პრესის ფურცლებიდან შევიტყვე, შესაძლოა სპეკულაციას ჰქონდეს ადგილი.
ასე რომ, ჩემი მხრიდან ამ თემაზე ფიქრიც კი უაზრობაა. ,,ჩელსისთან’’ კონტრაქტი მაკავშირებს, ჩემი ყურადღება მხოლოდ ვარჯიშსა და თამაშზეა მიმართული, ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. ,,ჩელსის’’ მხოლოდ იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ კლუბი მოისურვებს ამას, თუმცა კიდევ ვიმეორებ, ამ თემას ყურადღებას ვერ მივაქცევ, ეს თემა ჩემთვის დახურულია’’_განაცხადა ბრაზილიელმა.
შეგახსენებთ რამირესი 2012 წელს ,,ბენფიკადან’’ ლონდონურ კლუბში 22 მილიონ ევროდ გადაბარგდა და 163 შეხვედრაში 26 გოლის გატანა მოახერხა.
დიმიტრი შარიქაძე