ფეხბურთი

12:46 | 5.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

რამიმ ინტერვიუ მოინანია

 

“ვალენსიას” ხელმძღვანელობა, ერთი კვირის წინ გუნდიდან მოკვეთილ მცველ ადილ რამის კიდევ ერთხელ შეხვდა. შეგახსენებთ, ფრანგი ლეგიონერი, “ვალენსიას” თავკაცებმა ინტერვიუს გამო დასაჯეს, რომელშიც ის მთავარ მწვრთნელ მიროსლავ ჯუკიჩს და თანაგუნდელებს აკრიტიკებდა.

ესპანური სააგენტოების ცნობით, რამი ნანობს მომხდარს და კლუბის მიერ მისთვის ერთი კვირის ხელფასის დაქვითვას არ აპროტესტებს. თუმცა, ჯერ უცნობია, როგორ გაგრძელდება ფეხბურთელისა და “ვალენსიას” ხელმძღვანელობის ურთიერთობა. შეიძლება, რამი ტრანსფერზე დააყენონ.

0.130854