ესპანური “ვალენსიას” მცველმა ადილ რამიმ “მილანში” დეტალური სამედიცინო შემოწმება გაიარა. აპენინური პრესის ინფორმაციით, ჯერჯერობით, კლუბები გარიგებას ოფიციალურად არ ადასტურებენ.
პარასკევს, ფრანგი მცველი თავის აგენტთან ერთად მილანში ჩაფრინდა და კლუბის ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისთან ისაუბრა. შაბათს, რამიმ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, მაგრამ კლუბებს მცირე ფორმალობები მაინც დარჩათ მოსაგვარებელი.
თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, რამი “მილანს” იანვრიდან შეუერთდება და სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. ზაფხულში, იტალიელებს მცველის გამოსყიდვა 7 მილიონ ევროდ შეეძლებათ.