ფეხბურთი

18:23 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

რამი “მილანში” დარჩენაზე ოცნებობს

“ვალენსიადან” “მილანში” სეზონის ბოლომდე განათხოვრებული ფრანგი მცველი ადილ რამი იმედს გამოთქვამს, რომ ის იტალიური კლუბში დარჩება.

“4 თვე უთამაშებელი ვიყავი. ამ დროის განმავლობაში ძალიან მიჭირდა. ფორმის შესანარჩუნებლად ბევრს ვმუშაობდი. ძლიერი ხასიათი მაქვს.

“მილანში” დარჩენაზე ვოცნებობ. მიმაჩნია, რომ აქ თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს.” – ციტირებს რამის სიტყვებს “მილანის” ოფიციალური ვებგვერდი.

რამი “მილანში” იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადავიდა. “როსონერის” მაისურით მან 11 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.119396