ფეხბურთი

11:23 | 15.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლამ, ვან ბომელი “მილანს” ჩაიბარებსო

ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა მინო რაიოლამ განაცხადა, რომ 3-4 წელიწადის შემდეგ, ვეტერანი ჰოლანდიელი ნახევარმცველი მარკ ვან ბომელი იტალიური “მილანის” თავკაცი გახდება.

“ვან ბომელი 3-4 წელიწადში “მილანის” მწვრთნელი იქნება. მას “როსონერიში” დაბრუნება სწორედ ამ ამპლუაში სურს. ვან ბომელი სეზონის ბოლოს გადაწყვეტს, განაგრძობს თუ არა საფეხბურთო კარიერას. ნებისმიერ შემთხვევაში, მარკი დიდი მწვრთნელი გახდება”, - განუცხადა რაიოლამ Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ სადღეისოდ, ვან ბომელი მშობლიური პსვ-ს ღირსებას იცავს და გუნდის კაპიტანიცაა. ჰოლანდიელმა “მილანი” გასული სეზონის ბოლოს დატოვა.

 

0.114375