ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” ვარსკვლავის – ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, შვედი ფორვარდის ტურინის “იუვენტუსში” გადასვლა სავსებით შესაძლებელია.
“ზლატანთან სამომავლო გეგმებზე საუბარი უკვე დაწყებული მაქვს, მაგრამ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ახლავე შემოგვიერთდეს. 6 თვის წინათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ მარიო ბალოტელი “მილანში” გადავიდოდა, მაგრამ იტალიელთა სწორმა ნაბიჯებმა ოცნებას ფრთები შეასხა. ცხადია, რომ “იუვენტუსს” მაღალი დონის ფეხბურთელი სჭირდება. ზლატანი ტურინელების წარმატების გარანტიაა. მისი ანაზღაურება? ასეთ დეტალებზე საუბარი ნაადრევია. ვფიქრობ, ახლა მხოლოდ “იუვენტუსს”, “მილანსა” და “ინტერს” ძალუძთ იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერის გაჩარხვა”, - განუცხადა რაიოლამ Fოოტბალლ Iტალია-ს.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი პსჟ-ში ზაფხულში, “მილანიდან” გადავიდა.