ფეხბურთი

21:27 | 19.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაიოლა იბრაჰიმოვიჩის იტალიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს

ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, რომ მისი კლიენტის იტალიურ ფეხბურთში დაბრუნება გამორიცხული არაა, მაგრამ ამ ეტაპზე, შვედი სათამაშო ადგილის შეცვლას არ აპირებს.

“ზლატანის იტალიაში დაბრუნება? ამ ინფორმაციას დღეს უარვყოფდი, მაგრამ მომავალში არა. სატრანსფერო ბაზარზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

იბრაჰიმოვიჩი არასდროს მალავდა, რომ იტალია მისი მე-2 სახლი იყო. ეს ქვეყანა მის გულში სამუდამოდ დარჩება. თუმცა, იტალიური კლუბებიდან, ჩემი კლიენტის გადაბირება მხოლოდ “ინტერს”, “მილანსა” და “იუვენტუსს” შეუძლიათ, მაშინ, როდესაც ევროპაში სხვა გუნდებიც არიან.” – ციტირებს რაიოლას სიტყვებს Sky Sport Italia.

შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩმა კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ იტალიაში გაატარა. მას “იუვენტუსის”, “ინტერისა” და “მილანის” მაისურით უთამაშია.

0.123816