ფეხბურთი

13:14 | 9.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რაფინია 2-მატჩიანით დაისაჯა

მიუნხენის “ბაიერნის” მცველი რაფინია გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში მოედანზე ვეღარ გავა. Reuters-ის ცნობით, სადისციპლინო კომიტეტმა ბრაზილიელს 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერია, სეზონის დასრულებამდე კი, სწორედ ამდენი ტურია დარჩენილი.

მოგეხსენებათ, რაფინია “დორტმუნდთან” ბუნდესლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში (1:1) გააძევეს. წითელი ბარათის შემდეგ, მცველმა მსაჯთან უსიამოვნო საუბარი განაგრძო, რის გამოც 2-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა და 15 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა. რაფინია არასპორტული ქცევისთვისაც დაისაჯა, რადგან გაძევების შემდეგ, დორტმუნდელ იაკუბ ბლაშჩიკოვსკის სახეზე თითით შეეხო. 

0.116417