ჩოგბურთი

8:35 | 12.08.2013 | ნანახია 1136 - ჯერ

რაფას მერვე ტიტული და რეიტინგში დაწინაურების სურვილი

 რაფა ნადალმა მიმდინარე სეზონის განმავლობაში მერვე ტიტული მონრეალის “მასტერზ1000”-ზე მოიგო. მალიორკელმა 2013 წლის მეათე ფინალი (რაფა წლეულს გადამწყვეტ მატჩებში ვინია-დელ-მარსა და მონტე კარლოში დამარცხდა) კანადელ მილოშ რაონიჩს უპრობლემოდ, 6:2, 6:2 მოუგო. კვებეკში მოპოვებული ტრიუმფის შედეგად ნადალმა 1000 სარეიტინგო ქულა და 522550 დოლარი გამოიმუშავა.

ნადალისა და რაონიჩის ფინალმა მხოლოდ საათსა და 8 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში რაფამ 4-4 ბრეიკი და ეისი შეასრულა და მილოშთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი 4:0 გახადა.

ფინალის დასრულების შემდეგ კი ნადალმა განაცხადა, რომ რეიტინგსიაში მოწინავე პოზიციის დაბრუნებას შეეცდება: “საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ. ბურთის მიღებისას კარგად ვმოქმედებდი და უპირველესად ამ მომენტმა გადაწყვიტა მატჩის ბედი. ამასთან, რაონიჩმა ზომაზე მეტი შეცდომა დაუშვა. ამან დასახული ამოცანა გამიიოლა. სეზონის ბოლომდე 3 “მასტერზ1000” და აშშ-ის ღია პირველობა დარჩა. ეს ტურნირები ისეთი საფარის კორტებზე ჩატარდება, რომელიც ხელს უფრო ნოვაკ ჯოკოვიჩს აძლევს, მაგრამ ყოველმხრივ შევეცდები, წარმატებით გამოვიდე. მინიმუმ 2000 სარეიტინგო ქულა უნდა დავაგროვო. ამის შესრულება რთულია, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127445